საფეხურები
- 1მოზილეთ ცომი. ხინკლის ცომი არ უნდა იყოს ძალიან მკვრივი, ანუ ის საჭიროებს დიდხანს ზელვას.
- 2შიგთავსისთვის გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში ხორცი, ხახვი, ნიორი, ქინძი, მწვანე წიწაკა, დაამატეთ მარილი გემოვნებით. ფარშს დაამატეთ დაახლოებით 1 ჩაის ჭიქა გადადუღებული წყალი, რათა შიგთავსი იყოს წვნიანი. ასევე სასურველია ხორცი გააჩეროთ მაცივარში ნახევარი საათის განმავლობში.
- 3ცომი გააბრტყელეთ რაც შეიძლება თხლად. ხორცი მოათავსეთ ცომის ცენტრში და შეახვიეთ ის. ხინკლის ''კუჭი'' მოაცალეთ. კუჭების ცომი შეგიძლიათ ხელახლა გამოიყენოთ ხინკლის ცომისთვის.
- 4ხინკალი მოხარშეთ მარილიან, ადუღებულ წყალში.
- 5ხინკლების ამტივტივების შემდეგ ადუღეთ ის კიდევ სამი წუთის განმავლობაში და ამოღების წინ დაასხით ცივი წყალი. ამ შემთხვევაში ხინკალი არ მიეწეპება ერთმანეთს თეფშზე და ცომი გამოვა პრიალა.
გაფრთხილებები
- არ გირჩევთ დაიწყოთ ხინკლის მოზადება დიდი დიამეტრის ცომით. გაიწაფეთ ხელი პატარა ხინკლების შეხვევით. ხინკლის ცომის დიამეტრი უნდა იყოს დაახლოებით 13-15 სანტიმეტრი